ფეხბურთი

17:13 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისმა ტრავმა მიიღო

პსჟ-ს მცველმა დავიდ ლუისმა, ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩში (1:0) მუხლის ტრავმა მიიღო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენხნიანი შესვენება მოუწევს ბრაზილიელ ფეხბურთელს.

სამხრეთ ამერიკული დაპირისპირების დროს, ლუისი 79-ე წუთზე მარკინიოსმა შეცვალა.

გიორგი ბალახაძე

 

0.117729