ფეხბურთი

13:47 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისისთვის ბრძოლაში “რეალიც” ჩაერთო

 

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” უკანახაზელის – დავიდ ლუისის შეძენით დაინტერესდა. A Bola-ს ცნობით, “სამეფო კლუბი” 26 წლის ბრაზილიელს პეპეს შემცვლელად განიხილავს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელის ხილვა “მანჩესტერ სიტის” სურს და 20 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად. თუკი ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ევროპული პრესა ვარაუდობს, მადრიდელები აღებულ თანხას 15 მილიონ ევროს დაამატებენ და დავიდ ლუისს 35 მილიონ ევროდ შეიძენენ. აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ბრაზილიელს ლონდონელებთან კონტრაქტი კიდევ 5 წლით აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ლუისის გადაბირება კატალონიის “ბარსელონასაც” სურს.

0.114708