ფეხბურთი

15:51 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი: “მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო”

ხუთშაბათს პსჟ-მ ბრაზილიელი ახალწვეული – დავიდ ლუისი წარადგინა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში ლონდონის “ჩელსიდან” შეიძინა.

პრეზენტაციის შემდეგ, ლუისმა მომავალ კლუბსა და მის ამბიციებზე ისაუბრა. ბრაზილიელის კომენტარს BBC ავრცელებს:

“მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ვფიქრობ. ჩემს დებიუტს მოუთმენლად ველი. დიდებულ გუნდში გადმოვედი და თანაგუნდელებისგან ბევრის სწავლას ვაპირებ.

რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ ფორმას, შემდეგ კვირაში 100%-ით მზად ვიქნები. მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც გუნდს დავჭირდები.” – განაცხადა ლუისმა.

ლუისის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა “ჩელსის” 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რითაც ბრაზილიელი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. იგი ახალ კლუბში 32 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლევან გოგოტიშვილი 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112676