ფეხბურთი

19:26 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

Daily Mail: დავიდ ლუისი სამედიცინო შემოწმებას გადის

 

ლონდონის “ჩელსის” მცველი დავიდ ლუისი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ძალზე ახლოსაა. Daily Mail-ის ცნობით, პარიზული კლუბის წარმომდგენლები ბრაზილიაში გაფრინდნენ და უკანახაზელს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

მოგეხსენებათ, დავიდ ლუისი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოახლოებული მუნდიალისთვის სამშობლოში ემზადება. სავარაუდოდ, რამდენიმე საათში, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

თუკი პსჟ დავიდ ლუისში 50 მილიონ გირვანქას გადაიხდის, ბრაზილიელი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება. სადღეისოდ, ასეთად პსჟ-ს მცველი ტიაგო სილვა ითვლება, რომლის სანაცვლოდაც ფრანგებმა “მილანს” 42 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115853