ჩოგბურთი

17:54 | 27.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ჩოგბურთის მეფეს” სამეფო ოჯახი ქომაგობს

 

უიმბლდონის ტურნირების ექვსგზის ტრიუმფატორი (2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009) როჯერ ფედერერი ცენტრალურ კორტს დაუბრუნდა. პირველ წრეში სადიდსლემო შეჯიბრებების 16-გზის ჩემპიონმა პირველ კორტზე ითამაშა, დღეს კი იტალიელ ფაბიო ფონინისთან შვეიცარიელს დიდი ბრიტანეთის უფლისწულმა ჩარლზმა უშუალოდ ტრიბუნიდან უქომაგა.
სასტარტო შეხვედრაში ფედერერმა მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო ესპანელ ალბერტ რამოსს, არც მეორე წრეში, აპენინელ ფაბიო ფონინისთანაც შექმნია სირთულეები. როჯერმა საათსა და 14 წუთში მოამთავრა საქმე (6:1, 6:3, 6:2). ფედერერმა 13 ეისი განახორციელა.
მესამე წრეში როჯერის მოწინააღმდეგეს მაიკლ რასელისა და ჟულიენ ბენეტოს მატჩი გაარკვევს.
 
 
 
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171514