სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:37 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,ჩიხურამ” კლასის ხარჯზე იმარჯვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ნამდვილად დათვური სამსახური გაუწიეს ქობულეთის ,,შუქურას” საკუთარმა გულშემატკივრებმა. მათი ,,წყალობით” აჭარლები ზემოიმერელ სტუმრებს ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდნენ.  როგორც ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ქობულეთლები საკუთარ სტადიონზე სამ მატჩს უმაყურებლოდ გამართავენ. სიმართლე ითქვას, ,,შუქურას” ერთგულმა გულშემატკივრებმა გამოსავალს ნაწილობრივ მაინც მიაგნეს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად ისინი ახლომდებარე სახლების აივნებზე და მოაჯირებზე განლაგდნენ.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი ,,ჩიხურას” ფეხბურთელებმა მე-4 წუთზე შექმნეს. Nნიკა კვასხვაძემ მოედნის ცენტრიდან წინ გადაინაცვლა და საშუალო მანძილიდან ძლიერი გასროლა განახორციელა. ბურთი ასცდა მიზანს. მომდევნო მომენტი ისევ კვასხვაძის აქტიურობას მოჰყვა, თუმცა საჯარიმოს წინა ხაზიდან მის დარტყმულს თევდორაძე იოლად დაეუფლა.

მასპინძელთა პირველივე შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. მე-11 წუთზე გიორგი ჩელებაძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე სხვებზე მარჯვე შეტევაში ჩართული ბაჯელიძე აღმოჩნდა. მან მეტოქეთა მცველების წამიერი უყურადღებობით ისარგებლა და თავური დარტყმით ბურთი საჩხერელთა კარის ბადეში მოათავსა – 1:0

მე-16 წუთზე  აჭარლებმა თითქმის ანალოგიური საჯარიმო შეასრულეს, თუმცა ამჯერად ბურთი მცველებმა მოიგერიეს. დამატებას გოლიხინი ცდილობდა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ნელ ტემპში გაგრძელდა. ორივე გუნდი პოზიციურ ბრძოლას ამჯობინებდა და მოედნის ცენტრის დაუფლებას ცდილობდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე აღარ მიდიოდა.

ტაიმის უკანასკნელ ხუთწუთეულში ,,ჩიხურას” უპირატესობა გამოიკვეთა. 42-ე წუთზე ოდიკაძის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ გაბედავა ურტყამდა თავით, მაგრამ მიზანს საკმაოდ ააცილა. თითქმის მაშინვე დეკანოიძე ცდილობდა მეტოქის კარის დალაშქვრას საჯარიმოს რკალიდან, თუმცა მისი ძლიერი გასროლაც არაზუსტი გამოდგა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე ზემოიმერლებს ანგარიშის გაქვითვის შესაძლებლობა მიეცათ.  ისევ ოდიკაძის მოწოდებულზე ჯიღაური ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, მაგრამ კოტრიკაძეც შესაშურად გაისაჯრა და ნახტომში ბურთის დაუფლება მოახერხა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 48-ე წუთზე ოდიკაძის სახიფათო ჩაწოდებას თანაგუნდელებმა სწორი გაგრძელება ვერ მოუძებნეს და მომენტიც დაიკარგა.  

51-ე წუთზე საპასუხო ჩხვლეტა აჭარლებმაც განახორციელეს. ჩელებაძის ფლანგურ გარღვევას საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა მოჰყვა. მეკარის ბაქანზე მყოფ კოპალიანს ლაშა ჭელიძემ წამით დაასწრო და ვარდნაში ბურთი კუთხურზე მოიგერია. თითქმის მაშინვე თანაგუნდელების კომბინაციის შემდეგ კოპალიანი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ თევდორაძე მომხვდურს ფეხებში ჩაუვარდა და სიტუაცია განმუხტა.

59-ე წუთზე კვასხვაძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე ლაშა ჭელიძე ურტყამდა თავით, მაგრამ სამიზნეს ვერც მან უწია. ამის შემდეგ ,,ჩიხურას” უპირატესობა გამოიკვეთა. აშკარად გამოჩნდა, რომ მატჩის ბოლოსთვის უმაღლესლიგელებს მეტი ძალა შერჩენოდათ, თანაც ქობულეთელთა შეტევის ლიდერმა ჩელებაძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

63-ე წუთზე სტუმრებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. დეკანოიძემ მარცხენა ფლანგზე გაილაღა და დიაგონალური გადაცემით ბურთი ჯიღაურისკენ გადაამისამართა, რომელმაც იგი გაბედავას დაუგდო. საჩხერელთა შემტევის პირველი დარტყმა შეროზიამ კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა შეტევა გაგრძელდა და გაბედავას განმეორებითი მცდელობა შედეგიანი გამოდგა – 1:1

5 წუთის შემდეგ დეკანოიძის აქტიურობას ისევ სახიფათო მომენტი მოჰყვა. საჩხერელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა განახორციელა. მართალია გაბედავამ მეტოქის მცველებს დაასწრო, თუმცა ვარდნაში ზუსტი დარტყმა ვეღარ მოახერხა. დეკანოიძეს გარჯა  71-ე წუთზე დაუფასდა.  იგი  მოედნის კიდიდან დაიძრა და საჯარიმოს კუთხეს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი მაღალი ტრაექტორიით წავიდა და მეკარისგან შორეულ ცხრიანში ჩაეშვა – 1:2

სიმართლე ითქვას დეკანოიძის დარტყმა აუღებელთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, თუმცა ახალგაზრდა გოლკიპერმა თავისიანების გადარჩენა ვერ მოახერხა.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ მასპინძლებმა გასათანაბრებლად გაიწიეს და მიზანთანაც ახლოს იყვნენ. თანაგუნდელების წამოწყებულ კომბინაციას მეკარის ბაქნიდან თავური დარტყმით ბაჯელიძე აგვირგვინებდა, მაგრამ თევდორაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და შორეულ კუთხეში მიმავალი ბურთი თავგანწირული ნახტომით მოიგერია. დამატებას კოპალიანი ცდილობდა, თუმცა მის დარტყმულს მცველები გადაეფარნენ და ხიფათი განმუხტეს.

ამის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდა. ,,ჩიხურას” გამოცდილმა ფეხბურთელებმა შეხვედრის სადავეები ხელში აიღეს, თამაში თავისთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს და შეხვედრის ბოლოს გაბედავას ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, საჩხერლები უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.

სილაგავას საფინალო სასტვენმა ,,ჩიხურას” დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

ბესიკ შეროზია (,,შუქურა”): ,,ბიჭებმა ჩემი დავალება თავიდან კარგად შეასრულეს, თუმცა შეხვედრის ბოლოსთვის დაიღალნენ. ჯერ დაკარგული არაფერი გვაქვს. ნახევარფინალი ორმატჩიანია და შევეცდებით განმეორებითი შეხვედრა უკეთ ჩავატაროთ..“

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა”): ,,ვიცოდით რომ ძნელი მატჩი გველოდა, თუმცა ჩვენთვის ყველაფერი სასიკეთოთ დამთავრდა. ძირითადად გამოცდილების ხარჯზე გავიმარჯვეთ. შევეცდებით განმეორებით შეხვედრაშიც წარმატებით ვიასპარეზოდ და ფინალის საგზური მოვიპოვოთ.”

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება. 1/2 ფინალი.
,,შუქურა
” (ქობულეთი) -,,ჩიხურა” (საჩხერე) 1:2 (1:0)
8 აპრილი
. 16:00 სთ. ქობულეთი. ,,ჩელე არენა’’.                                      

,,შუქურა”:  კოტრიკაძე, ტაკიძე,  მალანია, ბაჯელიძე, შეროზია (კომახიძე 80), კუტალია, გოლიხინი,  კალანდაძე, ლობე (ზ. ტუღუში 75), კოპალიანი, ჩელებაძე (კ) (ჩალაძე 69);

მთავარი მწვრთნელი:  ბესიკ შეროზია

,,ჩიხურა”:  თევდორაძე, ლ.ჭელიძე, ჯიღაური, ქიმაძე, გაბედავა, ნ.კვასხვაძე (წინამძღვრიშვილი 65), ჩიკვაიძე, შ.კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე, ხმალაძე;

მთავარი მწვრთნელი:  სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ბაჯელიძე (11), 1:1 გაბედავა (63), 1:2 დეკანოიძე (71);

გაფრთხილება:  ბაჯელიძე (39), მალანია (85);

არბიტრი:  ლაშა სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115315
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X