ფეხბურთი

19:10 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩივაძემ შოტლანდიასთან და სლოვაკეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

 

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 14 ნოემბერს სტუმრად შოტლანდიასთან და 18 ნოემბერს შინ სლოვაკეთთან გასამართი მატჩებისთვის 24 მოთამაშეს უხმო.

ნაკრებში გამოძახებულთაგან, 18 ფეხბურთელი შოტლანდიაში გაემგზავრება. რამდენიმე მათგანი კი, გუნდს საქართველოში, სლოვაკეთთან თამაშის წინ შეუერთდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, მომავალი მატჩებისთვის ჩივაძემ შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), გაბრიელ თებიძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

 მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი)

 ნახევარმცველები:  ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე „ჩიხურა“, საჩხერე), დავით კირკიტაძე („მეტალურგი“, რუსთავი), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქვილითაია („დილა“, გორი), ლაშა ჩაფიძე („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი ილურიძე („ჰაიდუკი“, ხორვატია).

ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიაში 11 ნოემბერს გაემგზავრება, სადაც ლეგიონერები შეურთდებიან. მატჩი გლაზგოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ პეისლიში, სტადიონ „Saint Mirren Park“ - ზე გაიმართება. 18 ნოემბერს სლოვაკებთან დაპირისპირება გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება.

ლაშა კუპრაშვილის ფოტო 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113649