ფეხბურთი

17:13 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩივაძემ ლუქსემბურგისთვის 8 დებიუტანტი გამოიძახა

 

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ, ევრო-2015 შესარჩევ ციკლში, ლუქსემბურგთან ჩასატარებელი მატჩისთვის 8 დებიუტანტი გამოიძახა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩივაძე თავის გამოჩენის შანსს ლუკა თათხაშვილს, ნიკა სანდოხაძეს, ავთო ენდელაძეს, საბა ლობჟანიძეს, გურამ სამუშიას, ნიკა ტარყაშვილს, ბაჩო არაბულსა და ბუდუ ზივძივაძეს მისცემს. ამ ფეხბურთელებს კარიერის განმავლობაში საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშიათ.  

მომავალი მატჩისთვის, რომელიც 5 მარტს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ნაკრების თავკაცმა საერთო ჯამში შემდეგი მოთამაშეები მიიწვია:  

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“ ცხინვალი), ნიკა შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი), კახაბერ მეშველიანი („ზესტაფონი“).

მცველები: არჩილ ტვილდიანი („მეტალურგი“, რუსთავი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), ნიკა კვეკვესკირი, ლუკა თათხაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), დავით უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი).

ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე („ზესტაფონი“), გიორგი პაპავა, საბა ლობჟანიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სპარტაკი“ ცხინვალი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე „ჩიხურა“, საჩხერე), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), გურამ სამუშია („ზუგდიდი“).

თავდამსხმელები: ნიკა ტარყაშვილი („ანტვერპენი“, ბელგია), გიორგი ფანცულაია („ზესტაფონი“), ბაჩანა არაბული („ალკორკონი“, ესპანეთი), ბუდუ ზივზივაძე („დინამო“ თბილისი).

საქართველოს ნაკრები 3 და 4 მარტს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს. ლუქსემბურგელები საქართველოში 4 მარტს გამთენიისას ჩამოფრინდებიან და ამავე დღეს, ხსენებულ სტადიონზე 10:30 საათზე ივარჯიშებენ.

აქვე გეტყვით, რომ მომავალ შეხვედრაზე გულშემატკივრებისთვის დასწრება უფასოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112865