იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა, რომელსაც გუშინ სრულიად მოულოდნელად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზია ერგო.
მაკა პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბერძენ მარია საკარის დაუპირისპირდა და 7:5, 6:2 იმარჯვა. მერვედფინალში მის პირისპირ “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელი ანჯელიკა მორატელი იქნება.
საფრანგეთის ქალაქ პერიგოში ასევე 25-ათასიანი ტურნირის საწყის შეხვედრაში ბულგარელ ალეკსანდრა ნაიდენოვასთან 2:6, 3:6 დამარცხდა სოფო შაფათავა.
წყვილებში შაფათავასა და ბელორუსი პოლინა პეხოვას მე-3 ნომრად განთესილმა დუეტმა არგენტინულ-ბულგარულ ტანდემს (ფურლანეტო-ნაიდენოვა) 7:6 (7:3), 6:3 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ვენესუელურ-ესპანურ წყვილს (კარდენასი/ფერნანდეს-ბრუგუესი) ეთამაშება.







