ფეხბურთი

22:01 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიო: “ამ ეტაპზე იოლ მეტოქეს ვერ შევხვდებით”

მადრიდის “რეალის” დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის წილისყრაში გაუმართლა. ესპანელის თქმით, ამ ტურნირის 1/4-ფინალში იოლი მეტოქე არ არსებობს, თუნდაც ეს “გალათასარაი” იყოს.

“ევროპის უძლიერესი ტურნირის მეოთხედფინალში ვართ, ამიტომ, აქ იოლ მეტოქეს ვერ შევხვდებით. თუ “გალათასარაიმ” ამ ეტაპამდე მოაღწია, ეს გუნდი უნდა დავაფასოთ. თურქებმა “შალკესთან” კარგად ითამაშეს და მათ ამ რთული დაპირისპირების მოგება მოახერხეს.

კარგ შედეგს საკუთარ მოედანზე უნდა მივაღწიოთ. განმეორებითი თამაში სტამბულში გაიმართება და კარგად ვიცით, როგორ გულშემატკივრობს ადგილობრივი გულშემატკივარი თავის გუნდს. უესლი სნეიდერი და დიდიე დროგბა “გალათასარაისთვის” სერიოუზული გაძლიერებაა. პრიმერაში დასახული ამოცანის მიღწევა გაგვიჭირდება, ასე რომ, აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავაკეთოთ.” – ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124461