ფეხბურთი

22:17 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურდისოს 3 გუნდი იწვევს

 

იტალიური “რომას” არგენტინელ ცენტრალურ მცველს, ბურდისოს 3 გუნდი იწვევს. 32 წლის უკანახაზელის სამსახურით “ჯენოა”, “სამპდორია” და “ოლიმპიაკოსი” არიან დაინტერესებულნი.

ცოტა ხნის წინათ, ბურდისომ განაცხადა, რომ მას “რომას” დატოვება უნდა. ამის მიზეზი მეტი სათამაშო დროის მიღებაა. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელმა მცველმა წინადადებები 2 გენუური და ერთი ბერძნული გუნდიდან მიიღო, მაგრამ მას ჯერ არაფერი გადაუწყვიტავს.

ბურდისო “რომაში” 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე მხოლოდ 5-ჯერ ვიხილეთ.

0.099977