ფეხბურთი

23:28 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბურაქ ილმაზი: “თუ “რეალს” გავცდით, ლიგის მოგებას შევძლებთ”

თურქული “გალათასარაის” თავდამსხმელი ბურაქ ილმაზი მიიჩნევს, რომ თუ მისმა გუნდმა მადრიდის “რეალის” დამარცხება მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაც იბრძოლებს.

“დარწმუნებული ვარ, თუ “რეალს” დავამარცხებთ, რაც ძალიან ძნელი იქნება, ბოლომდე გასვლას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებთ.

ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა. წარმატების მიღწევა გვსურს, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამისთვის თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო.” – აცხადებს ჩემპიონთა ლიგის 8 თამაშში 8 გოლის გამტანი ბურაქ ილმაზი.

0.110622