ფეხბურთი

18:24 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბონავენტურა “მილანში” გადავიდა

25 წლის იტალიელი შემტევი ნახევამრცველი ჯაკომო ბონავენტურა “მილანის” ფეხბურთელია. “ატალანტას” ყოფილმა მოთამაშემ “როსონერისთან” კონტრაქტი სატრანფერო ფანჯრის მიწურულს გააფორმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბონავენტურასა და “მილანს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულამდე აქვს. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

ჯაკომო ბონავენტურა “ატალანტას” სკოლის აღზრდილია. 2007-2014 წლებში, ბერგამოელთა პირველ გუნდში მან 102 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11161