ფეხბურთი

15:09 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბობანი “მილანს” აკრიტიკებს

იტალიური “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა ზვონიმირ ბობანმა თავისი ყოფილი გუნდის თამაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

გუშინ “როსონერი” მილანურ დერბიში “ინტერთან” 0:1 დამარცხდა, სულ კი, სერია A-ს 17 ტურის შემდეგ მხოლოდ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.

“ასეთი არასერიოზული “მილანი” არასდროს მინახავს. ეს არის გალიანის ეპოქის ყველაზე ცუდი გუნდი. ვფიქრობ, “მილანი” სამეულში ვერ მოხვდება, რადგან დღემდე არცერთი კარგი თამაში არ ჩაუტარებია. შედარებისთვის ვიტყვი, რომ გასულ სეზონში წაგებულ თამაშებშიც კი, გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებდა. ახლა მსგავსი არაფერი ხდება. “მილანი” “ინტერს” მოგებაში თავად დაეხმარა. საპონარას და კაკას არაფერი გაუკეთებიათ. პირველმა ბალოტელის ერთი რიგიანი გადაცემა მაინც გაუკეთა და მეორე კი საერთოდ არაფრით დამამახსოვრდა. ვიმედოვნებ, რომ მიმავალში გუნდის მწვრთნელი ზეედორფი გახდება, თუმცა, დღეს ის ამისთვის მზად არაა” - განუცხადა ბობანმა Sky Italia-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117775