ფეხბურთი

12:02 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბილდმა” ფინკის სამი სავარაუდო მემკვიდრე დაასახელა

 

“ჰამბურგის” ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. Bild-ის ინფორმაციით, უკვე გამოიკვეთა სამი კანდიდატი: ტომას შააფი, ლოთარ მათეუსი და ბერტ ვან მარვიკი და საბოლოო არჩევანი მათ შორის გაკეთდება.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი “ჰამბურგს” ტორსტენ ფინკმა დააწყებინა, მაგრამ მეხუთე ტურში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” 2:6 წაგების შემდეგ კლუბის სათავეში მდგომებმა მწვრთნელთან ხელშეკრულება გაწყვიტეს. 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097555