ფეხბურთი

18:31 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ვერდუ დაიმატა

30 წლის ესპანელი ნახევარმცველი ჟოან ვერდუ კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. სევილიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვერდუმ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჟოან ვერდუ, რომელიც წარმოშობით კატალონიელია, “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, თუმცა მშობლიური კლუბის პირველ გუნდში მან ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 2006 წელს, კატალონიელი “დეპორტივოში” გადავიდა, ხოლო 2009-2013 წლებში, “ესპანიოლის” მაისურით ლა ლიგაში ჩატარებულ 144 თამაშში მან 23 გოლი გაიტანა. ვერდუ “ბეტისს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113676