ფეხბურთი

3:25 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბეტისმა“ სევილიური დერბი დათმო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კვირას გამართულ მატჩებს შორის, ყველაზე დიდ ინტერესს სევილიური დერბი იწვევდა. ბევრისთვის გასაკვირად, „სევილიამ“ „ბეტისს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და იოლად გაიმარჯვა.

მოგეხსენებათ, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის დიდი დაძაბულობითა და ბარათების სიმრავლით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა – „ბეტისს“ ფეხბურთელი 42–ე წუთზე გაუძევეს და შეიძლება ითქვას, გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი ამანაც გამოიწვია.

„სევილია“ მე–3 წუთზევე დაწინაურდა – ხოსე ანტონიო რეიესის ბრწყინვალე გადაცემის შედეგად, კარლოს ბაკა აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და თავისი შანსი გამოიყენა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სტეფან მბიამ ზუსტი თავურით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ დროისთვის, სტუმრები უკვე კაცნაკლულნი იყვნენ და თამაშის გადარჩენის დიდი იმედიც აღარ ჰქონდათ. „სევილიამ“ კიდევ 2–ჯერ აიღო „ბეტისის“ კარი და 4:0 იმარჯვა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ელჩეში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „ვალენსია“ დაამარცხა. უგოლო ტაიმის შემდეგ, მასპინძლები ფიდელ ჩავესმა დააწინაურა, მაგრამ ხუან ბერნატმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კრისტიან ერერამ მიითვალა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

დიდი ანგარიშით იმარჯვა „ესპანიოლმა“, რომელიც „რაიო ვალიეკანოს“ ეწვია. კატალონიელთაგან ჰეთ–თრიქით გამოირჩა რაულ გარსია და გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

სტუმრად მოიგო „ვილიარეალმაც“ – პრიმერაში აღზევებულებმა „ლევანტე“ 3:0 დაამარცხეს.

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 16000

ბარსელონა – გრანადა 0:4 (0:2)

გოლი: 0:1 სორიანო (13), 0:2 უჩე (74), 0:3 უჩე (89)

გაფრთხილება: ხუანფრანი (64) – მუსაკიო (65)

გაძევება: ნავასი (10)

 

მადრიდი. „კამპ დე ვალიეკასი“. 9000

რაიო – ესპანიოლი 1:4 (0:1)

გოლი: 0:1 გარსია (27პ.), 0:2 გარსია (51პ.), 1:2 საული (81), 1:3 გარსია (83), 1:4 სტუანი (85)

გაფრთხილება: ვიერა (16), ნაჩო (45), არბილია (50) – ტორჟე (21), ალვარესი (62), კორდობა (65)

 

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 30000

ელჩე – ვალენსია 2:1 (0:0)

გოლი: 1:0 ჩავესი (57), 1:1 ბერნატი (73), 2:1 ერერა (84)

გაფრთხილება: მარკესი (61), რივერა (86), მანტეკონი (88) – კოშტა (7), პოშტიგა (90)

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 40000

სევილია – ბეტისი 4:0 (2:0)

გოლი: 1:0 ბაკა (3), 2:0 მბია (44), 3:0 მაჩინი (59), 4:0 იბორა (88)

გაფრთხილება: რეიესი (45) – ვადილიო (34), პაულანი (37), ნონო (45), ტორესი (52), მატილია (90)

0.102015