ფეხბურთი

19:57 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ლეო ბაპტისტაო ინათხოვრა

მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ლეო ბაპტისტაო, სეზონის ბოლომდე, “ბეტისში” ითამაშებს. “სევილიურმა” გუნდმა 21 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი დაადასტურა. არაოფიციალური ინფორმაციით, “ბეტისს” ბაპტისტაოს ნახევარწლიანი არენდა დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაუჯდება.

ლეო ბაპტისტაო “ატლეტიკოში” გასულ ზაფხულში გადავიდა, თუმცა “რაიოს” ყოფილმა ფეხბურთელმა მადრიდელთა მოლოდინი, ჯერჯერობით, ვერ გაამართლა. ბაპტისტაოს ანგარიშზე “ატლეტიკოში” ჩატარებულ 10 მატჩში გატანილი 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117263