ფეხბურთი

17:32 | 27.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერი “არსენალს” ტოვებს

 

26 წლის დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი “არსენალს” ტოვებს. ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება, “არსენალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ბენდტნერი “არსენალში” 2004 წელს, 16 წლის ასაკში ჩაირიცხა. ლონდონური გუნდის მაისურით მან 168 თამაში ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, ის “ბირმინგემში”, “სანდერლენდსა” და “იუვენტუსში” იყო განათხოვრებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენდტნერი კარიერას “კოპენჰაგენში” განაგრძობს. “არსენალში” ის სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა.

0.110914