ფეხბურთი

17:51 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია: “ჩემი შეძენა “რეალსა” და “ბარსელონასაც” უნდოდათ”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეული მეჰდი ბენატია იმ კლუბებზე საუბრობს, რომლებიც, ზაფხულში, მის გადაბირებას ცდილობდნენ. “რომას” ყოფილი ცენტრალური მცველის თქმით, “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” გარდა, მისი თავისთან ხილვა “ბარსელონასა” და “რეალის” მთავარ მწვრთნელებსაც სურდათ.

“ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” გარდა, ჩემი ყიდვა “რეალსა” და “ბარსელონასაც” უნდოდათ.

ჩემი მომავალი “რომას” სპორტულ დირექტორთან, ვალტერ საბატინისთან ერთად განვიხილე. მან მითხრა, რომ კლუბს ჩემი შენარჩუნება უნდოდა, მაგრამ უარს არც შესაბამის თანხად გაყიდვაზე იტყოდა.

“ბაიერნში” გადმოსვლით ბედნიერი ვარ. მიუნხენი მომწონს იმის მიუხედავად, რომ აქ უფრო ცივა, ვიდრე იტალიაში.” – განაცხადა მეჰდი ბენატიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125374