ფეხბურთი

8:50 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ: პსჟ ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია

 

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად “პარი სენ-ჟერმენი” დაასახელა. კატალონიურმა კლუბმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, დღეს სწორედ პარიზში უნდა ითამაშოს. ბარტომეუს წინასამატჩო კომენტარიც ფრანგულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს.

“ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ “პარი სენ-ჟერმენის” მიმართ დიდი სიმპათია მაქვს. ეს გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს. რამდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგს ვაღწევდით, მუდამ დიდ სირთულეებს ვაწყდებოდით. ამჟამინდელი “პსჟ” კი გაცილებით ძლიერია და ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია” – განაცხადა “ბარსელონას” პრეზიდენტმა.

 

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109997