ფეხბურთი

16:56 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ და ბლატერი ერთმანეთს შეხვდებიან

FIFA-ს და კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტები იოსეფ ბლატერი და ხოსეპ მარია ბარტომეუ შვეიცარიაში, 6 მაისს შეხვდებიან. მოლაპარაკების მიზანი "ბარსელონასთვის" სანქციების შემსუბუქება იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ფიფამ კატალონიის "ბარსელონას" უახლოესი ორი სატრანსფერო სეზონის განმავლობაში ფეხბურთელების შეძენა აუკრძალა, კატალონიური კლუბი კი 370 000 ევროთი დააჯარიმა. ესპანური პრესის ცნობით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა და ერთმანეთს ორ კვირაში შეხვდებიან. "ბლაუგრანას" პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და "ბარსელონა" უსამართლობის მსხვერპლია.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316