ფეხბურთი

10:44 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ: “ბარსელონა” უსამართლობის მსხვერპლია”

 

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ფიფას მიერ ტრანსფერების აკრძალვას უსამართლობად მიიჩნევს. მისი თქმით, კატალონიელებს 18-წლამდე ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესი არ დაურღვევია.

“ფიფას გადაწყვეტილებით აღშფოთებულნი ვართ. “ბარსელონა” უსამართლობის მსხვერპლია. სამართლიანობის აღსადგენად კლუბის ყველა წევრმა უნდა იბრძოლოს, რადგან არაფერი დაგვიშავებია. სასჯელს 10 დღის ვადაში გავასაჩივრებთ. აპელაციას თუ არ დააკმაყოფილებენ, ლოზანას მივმართავთ.

ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. ვცდილობთ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი შევქმნათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს “ბარსელონას” ებრძვიან. დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოვახსნევინებთ”, - განაცხადა ბარტომეუმ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125119