ფეხბურთი

19:44 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონაში” ბერბატოვის ვარიანტსაც განიხილავენ

ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა, “ბარსელონამ” თვალი “ფულემის” ბულგარელ თავდამსხმელს, დიმიტარ ბერბატოვს დაადგა. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს გუნდში ცენტრფორვარდის მიწვევა სურს. კატალონიელთა მთავარი სამიზნეები რობერტ ლევანდოვსკი და სერხიო აგუერო არიან, მაგრამ პოლონელისთვის ბრძოლაში, “ბაიერნის” სახით, “ბარსას” სერიოზული კონკურენტი ჰყავს, ხოლო არგენტინელის ტრანსფერი იაფი არ დაჯდება. აქედან გამომდინარე, ესპანელები ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ. ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი 32 წლის დიმიტარ ბერბატოვია. ბულგარელ თავდამსხმელს “ფულემთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და “ბარსას” ზამთარში მისი ხელში იაფად ჩაგდება შეეძლება.

0.1106