ფეხბურთი

13:13 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” დავიდ ლუისი 40 მილიონი დაუჯდება

 

კატალონური “ბარსელონასთვის” ზაფხულის სატრანსფერო სეზონში პრიორიტეტული ვარიანტი ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ფეხბურთელის დავიდ ლუისის შეძენაა, რომელმაც დაცვის ცენტრი უნდა გააძლიეროს.

მაგრამ 26 წლის ბრაზილიის ეროვნული გუნდის მოთამაშის ხელში ჩაგდება იოლი საქმე არ იქნება. ის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო “ჩელსიში” და ლონდონელები მას იოლად არ შეელევიან. “არისტოკრატებმა” დავიდი 2010 წელს პორტუგალიური “ბეფიკადან” 25 მილიონ ევროდ შეიძინეს და Marca-ს მტკიცებით, ახლა ლუისს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.

ნეიმარის შეძენის შემდეგ, რომელიც არაოფიციალური მონაცემებით კატალონელებს 50 მილიონი ევრო დაუჯდათ, “ბარსელონას” ამხელა თანხის შოვნა გაუჭირდება. ამიტომ, ესპანეთის ჩემპიონს მიზნის მისაღწევად რამდენიმე ფეხბურთელის სარფიანად გასხვისება მართებს. ამ შემთხვევაში ვიქტორ ვალდესის შესაძლო ტრანსფერი მიღებული თანხა შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ, რადგან ის ახალი მეკარის შეძენას მოხმარდება.

Marca ვარაუდობს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ დავიდ ვილიას გაყიდვით, კლუბი 15 მილიონ ევროზე მეტს ვერ მიიღებს და ამიტომ, კიდევ ორ ფეხბურთელთან მოუწევს შელევა. სავარაუდო კანდიდატებად ტიაგო ალკანტარა და ტელო სახელდებიან. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113744