ფეხბურთი

20:56 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ალბა დაუბრუნდა და პინტო გამოაკლდა

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა, პრიმერას წინა ტურის გამოტოვების შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა. ხერარდო მარტინომ ის “ალმერიასთან” გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

2 მარტს გასამართ შეხვედრაში “ბარსას” მე-2 მეკარე ხოსე მანუელ პინტო ვერ დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია. მის გარდა, ტრავმები აწუხებთ ხერარდ პიკეს, ჯონათან დოს სანტოსსა და ისააკ კუენკას. მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩნენ მარტინ მონტოია, სერხი რობერტო და იბრაჰიმ აფელაი.

ფეხბურთელების გარდა, “ალმერიასთან” მატჩში გუნდს ვერც მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო დაეხმარება, რომელიც “სოსიედადთან” მატჩის დროს სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116117