ფეხბურთი

11:23 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ასენსიოს პირადი კონტრაქტის დეტალები შეუთანხმა

კატალონიური “ბარსელონა” ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “მალიორკადან” ახალგაზრდა გამთამაშებელ მარკო ასენსიოს შეძენას აპირებს.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანური ფეხბურთის გრანდმა 18 წლის მოთამაშესთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, მაგრამ “მალიორკასთან” ჯერ არ დაუმთავრბია მოლაპარაკება.

წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” ასენსიოს სანაცვლოდ 1,5-2 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, თუმცა, “მალიორკას” ახალგაზრდა ესპანელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ორჯერ მეტი - 4 მილიონი აქვს მითითებული დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120269