ფეხბურთი

11:30 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” მესის ახალ კონტრაქტს უმზადებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ლიონელ მესის ახალ კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ გეგმავს, რომ ამ საკითხს წერტილი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ პირველ მატჩამდე დაუსვას.

ერთ-ერთი ინფორმაციით, “ბარსელონა” მესის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის. ბარტომეუ უახლოეს დღეებში პირადად შეხვდება ლიონელის მამას, ხორხე მესის და შესაძლოა ყველაფერი სწორედ ამ შეხვედრისას გადაწყდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130242