ფეხბურთი

13:43 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" იოზილის გადაბირებას შეეცდება

 

მას შემდეგ რაც ფიფამ კატალონიის "ბარსელონას" ტრანსფერების განხორციელების ნება დართო, გავრცელდა ჭორები კლუბის სამომავლო მიზნებთან დაკავშირებით.

ინგლისური პრესის თანახმად, კატალონიური კლუბი ლონდონის "არსენალიდან" მესუთ იოზილის გადაბირებას შეეცდება. ჯერ არაა ცნობილი თანხა, თუ რამდენს გადაიხდიან გერმანელ ფეხბურთელში. "ბარსელონა" იოზილისადმი ინტერესს, მისი "ვერდერში" თამაშის დროსაც იჩენდა, თუმცა მაშინ გვარდიოლამ სესკ ფაბრეგასზე გააკეთა არჩევანი.

"ბარსელონას" კიდევ ერთი სამიზნე “ფიორენტინას” ფეხბურთელი გილერმო კუადრადო იქნება, რომელსაც დანი ალვეშის შემცვლელად მოიაზრებენ. კოლუმბიელ ფეხბურთელს "ფიორენტინასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს და იტალიური კლუბი კუადრადოს მხოლოდ 30 მილიონ ევროდ შეელევა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112803