ფეხბურთი

17:10 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” დავიდ ლუისს მუნდიალის შემდეგ შეიძენს

დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან, ლონდონის “ჩელსის” მცველი დავიდ ლუისი კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. “დეილი სტარის” ცნობით, კლუბები ფინანსურ დეტალებზე უკვე შეთანხმებულნი არიან. გარდა ამისა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ბრაზილიელს პირად კონტრაქტზეც შეუთანხმდა.

როგორც ირკვევა, კლუბები ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავენ. კითხვაზე, აპირებდა თუ არა ლუისი “ბარსელონაში” გადასვლას, ბრაზილიელმა მოკლედ უპასუხა: “მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის ჩემი მომავალი”.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ლუისის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, მაგრამ კლუბებს შორის მოლაპარაკება არ შედგა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13772