ფეხბურთი

14:29 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” დავიდ ლუისს არ ეშვება

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” მცველის – დავიდ ლუისის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება. The Telegraph-ს ცნობით, ზაფხულში, “ბლაუგრანას” მთავარი სამიზნე სწორედ 26 წლის ბრაზილიელი იქნება.

მას შემდეგ, რაც კატალონიელთა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება გადაწყვიტა, კლუბის ხელმძღვანელობა მცველის ტრანსფერზე კიდევ უფრო აქტიურად ამუშავდა. “ბარსელონა” ლუისის შეძენას მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე შეეცდება.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ლუისმა “ჩელსის” მაისურით 15 მატჩი ჩაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137313