ფეხბურთი

10:51 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” დავიდ ლუისით დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონას” ლონდონის “ჩელსის” მცველის – დავიდ ლუისის შეძენა სურს. A Bola-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიელებს მცველის შეძენა გადაწყვეტილი აქვთ და დიდი ალბათობით, ამ პოზიციაზე სწორედ ბრაზილიელის კანდიდატურას განიხილავენ.
“ბარსას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ და მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ ნიუ იორკში ყოფნისას გადაწყვიტეს ლუისის შეძენა. კატალონიელები მოხიბლულნი არიან იმით, რომ ლუისს დაცვის გარდა მოედნის ცენტრშიც შეუძლია თამაში.
შეხსენებისთვის, 2011 წელს, “ჩელსიმ” ლისაბონის “ბენფიკას” ლუისის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113084