ფეხბურთი

23:35 | 27.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” პედრო 10 დღით გამოაკლდა

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი პედრო როდრიგესი ფეხბურთის თამაშს მომდევნო 10 დღის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გამართული შეხვედრის 76-ე წუთზე, მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა, პედრომ ტრავმა მიიღო და მან მოედანი დატოვა. რამდენიმე წუთის წინათ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს კუნთი მცირედით აქვს გაწყვეტილი და მის მკურნალობას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

ამრიგად, პედრო აუცილებლად გამოტოვებს უახლოეს შაბათს, “სელტასთან” გასამართ შეხვედრას, ხოლო 1 კვირის შემდეგ, “მალიორკასთან” მისი თამაში საეჭვოა. ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-სთან გასამართ პირველ მატჩს პედრო დისკვალიფიკაციის გამო ისედაც ტოვებდა, ხოლო განმეორებითი შეხვედრისთვის ფეხბურთელი გამოჯანმრთელებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113372