ფეხბურთი

10:31 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნის” ახალი შეთავაზება ალაბას

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი, ნახევარმცველ დავიდ ალაბას ახალ ხელშეკრულება სთავაზობს. ავსტრიული სააგენტოების ცნობით, ბავარიული კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის მამას და აგენტს და ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ, წლიური 6 მილიონი ევრო შესთავაზეს. ამრიგად, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ურთიერთთანამშრომლობა 2019 წლამდე გაგრძელდება.

მიმდინარე სეზონში, დავიდ ალაბამ ბუნდესლიგაში შვიდი შეხვედრა ჩაატარა, შვიდივე ძირითად შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122437