ჭადრაკი

14:17 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა ოცდაათეულში დაასრულა

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ნინო ბაციაშვილი (2425) და სოფიკო გურამიშვილი (2441) იცავდნენ.

უკეთ ბაციაშვილმა იასპარეზა, რომელმაც 11 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და 120-მდე მონაწილეს შორის 29-ე ადგილი დაიკავა. 5.0 ქულით 73-ე შედეგი აჩვენა გურამიშვილმა.

ტურნირის გამარჯვებული ინდოელი ჩიტამბარამ არავინდი (2335) გახდა, რომელმაც 9.0 ქულა მიითვალა და უკრაინელ ვალერი ნევეროვს (2508) და ინდოელ სეტუმარამს (2553) 0.5 ქულით გაუსწრო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110505