ფეხბურთი

13:27 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძემ კვლავ გაიტანა, გელაშვილი და დვალი ჩემპიონები გახდნენ

ნიკა გელაშვილისა და ჯაბა დვალის "ყარაბაღი" ოფიციალურად გახდაAაზერბაიჯანის ჩემპიონი. ბოლოდან მესამე ტურში, მათ 4:1 სძლიეს ბაქოს "ინტერს". გელაშვილმა პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე, დვალი განაცხადშიც არ გახლდათ. კახა ცხადაძის გუნდიდან კი ერთადერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ მიითვალა – მან 14-15 მეტრიდან ძლიერი დარტყმით 2:1 გახადა ანგარიში.

"ინტერიდან" ცხადაძემ და ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ალექსანდრე იაშვილმა ბოლო 25 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. "ინტერი" ჩემპიონატს მეორე ადგილზე დაასრულებს.

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" გასვლაზე 0:1 წააგო "რავანთან" და მეშვიდე ადგილზეა.

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედივიზიონის პლეი-ოფის პირველი მატჩი წააგო – "გრონინგენში" 0:1. უცნაურია, მაგრამ გურამ კაშია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ისევე როგორც ვაკო ყაზაიშვილი. "ვიტესი" საპასუხო მატჩს, შინ 10 მაისს ჩაატარებს და თუ გავა, შემდეგ "ალკმაარ"-"ჰერენვენის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება ევროტურნირებზე გასასვლელად.

უკრაინის თასის ნახევარფინალური ეტაპი ვერ გადალახა თორნიკე ოქრიაშვილის "ჩერნომორეცმა". მათ კიევში 0:4 წააგეს "დინამოსთან". ოქრიაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

0.105863