ფეხბურთი

1:03 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული გორის “დილას“ უბრუნდება

გორის “დილაში“ 20 წლის თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ბრუნდება, რომელიც გორელთა ღირსებას 2012-13 წლების სეზონში იცავდა და 4 ჩატარებულ მატჩში გულშემატკივარს თავი 5 გატანილი გოლით დაამახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, არაბული ესპანეთის მეორე დივიზიონის “ალკორკონში“ ირიცხებოდა.

ისიც ვთქვათ, რომ “დილა” მოახლოვებული ჩემპიონატისთვის მზადებას გორში განაგრძობს. ყველა მოთამაშე მწყობრშია და სრულფასოვნად ვარჯიშობს.

25 ივლისს „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბოლნისის “სიონთან“ შეხვედრა 18:30 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112718