ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გრძელდება ქვეყნის 35-ე ღია ჩემპიონატის ჭადრაკში, რომელიც გეორგი ტრინგოვის სახელობის გახლავთ. ტურნირში მოთამაშე ქართული სამეულიდან საუკეთესო შედეგი შოთა აზალაძეს (2466) გააჩნია, რომელმაც 2.5 ქულა მოაგროვა და 27-ე ადგილზე იმყოფება.
აზალაძემ ბულგარელ ნიკოლოვს (1756) და მონტენეგროელ ლეკიჩს (2029) სძლია, კიდევ ერთ ბულგარელ ზლატანოვას (2035) კი დაუზავდა. 2.0 ქულით 65-ე პოზიციაზეა ლუკ პაიჭაძე (2520), ხოლო ასეთივე მონაგარის მქონე სალომე ხაჟომია (2180) 93-ე საფეხურზე იმყოფება.
ბულგარეთის ღია პირველობის სათავეში, ქულათა მაქსიმუმით, ერთბაშად 18 მოჭადრაკე ლიდერობს.







