ფეხბურთი

20:37 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიაში გაილაღა

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძეა, ამხანაგური მატჩი იურმალაში ლატვიელ თანატოლებთან ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა. 

მატჩის მე-4 წუთზე ანგარიში ჰოლანდიური “ვიტესის” შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა. 10 წუთის მერე, თავი უკვე გორის “დილას” ცენტრალურმა მცველმა მამუკა კობახიძემ გამოიჩინა. ჩივაძის შეგირდებს აღებული ტემპი არც ამის შემდეგ შეუნელებიათ და 27-ე წუთზე მეტოქის კარი დანიის “ორჰუსის” ფორვარდმა დავით სხირტლაძემ გამოიჩინა. 35-ე წუთზე, საბოლოო ყაზაიშვილმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. ქართველებმა საქმე პირველი ტაიმის 35 წუთში მოათავეს და ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა.

21 წლამდე ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩი

ლატვია – საქართველო 0:4 (0:4)

14 აგვისტო. იურმალა. სტადიონი “სლოკა”.

საქართველო: ნადირაძე, უბილავა, ტვილდიანი, მამუკა კობახიძე, სოლომონ კვირკველია, კვეკვესკირი, პაპავა, პარუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია, სხირტლაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, თედორე გრიგალაშვილი, ნიკა კაჭარავა, ლევან ჭაჭიაშვილი, ჩაფიძე, დეკანოიძე, გიგაური.  

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე   

გოლები: 0:1 ყაზაიშვილი (4), 0:2 კობახიძე (14), 0:3 სხირტლაძე (27), 0:4 ყაზაიშვილი (35).


0.117227