ფეხბურთი

19:50 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკმა” გომესს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ბილბაოს “ატლეტიკმა” ნახევარმცველ იბაი გომესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

საფეხბურთო კლუბ “ატლეტიკის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

კონტრაქტში საკომპენსაციოს თანხაცაა გაწერილი, რომლის გადახდაც გომესის შეძენის მსურველ კლუბს მოუწევს. ის 35 მილიონ ევროს შეადგენს.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი “ატლეტიკში” 2010 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში 105 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

 

 

0.111574