ფეხბურთი

17:28 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

AS: “მონაკო” ფალკაოს შეუთანხმდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ ფრანგულ “მონაკოში” გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა.

მადრიდული AS-ის ცნობით, “მონაკოს” მხრიდან ფალკაოთი დაინტერესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორი სულაც არ ყოფილა. ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, სამხრეთ ამერიკელმა ამჟამად საფრანგეთის ლიგა ორში მოთამაშე “მონაკოში” გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა, მაგრამ ის, ამ გადაწყვეტილებით, მადრიდის “რეალისკენ” მიმავალ გზას სულაც არ იჭრის. ცნობილი ხდება, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ფალკაოს “მონაკოს” დატოვება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ფრანგული კლუბი შეთავაზებას “რეალისგან” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოს” პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ფალკაო მდრიდულ გუნდში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ “მონაკოს” კოლუმბიელისთვის მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ აქვს.

 

0.148092