ფეხბურთი

21:00 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: “იოზილი ფორვარდის უკან უფრო სასარგებლოა”

 

ლონდონის “არსენალის” ესპანელი ნახევარმცველი მიკელ არტეტა კატალონიურ რადიოს მესუთ იოზილის შესახებ ესაუბრა. ესპანელმა ფეხბურთელმა შეაქო თანაგუნდელის თამაში პრემიერლიგის ბოლო ტურში “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში. შეგახსენებთ, ამ მატჩში იოზილმა გოლი გაიტანა და დანი ველბეკს საგოლე პასი გაუკეთა, მისმა გუნდმა კი 3:0 იმარჯვა.

“ყველამ იცის, რომ იოზილს თავდამსხმელის უკან თამაში ბრწყინვალედ გამოსდის. მართალია მესუთს ფლანგზე თამაშიც შეუძლია, მაგრამ ფორვარდის უკან თამაშით გუნდისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს და თავადაც მეტ სიამოვნებას იღებს, რაშიც “ასტონ ვილასთან” მატჩისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი” – აღნიშნა არტეტამ.

“ბარსელონას” აკადემიის აღზრდილმა ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შესახებაც ისაუბრა.

“დორტმუნდთან” შეხვედრა წარუმატებელი გამოვიდა, მაგრამ ფაქტია  მომენტები შევქმენით და  რეალიზაციაში მოვიკოჭლეთ. ვეცდებით, მსგავსი შეცდომები მინიმუმადე შევამციროთ,” - აღნიშნა “არსენალის” ფეხბურთელმა.

დიმა შარიქაძე

0.111824