ფეხბურთი

19:55 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” ჟირუ და ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაუბრუნდნენ

“არსენალის” ბანაკიდან კარგი ამბებიც ისმის. იმ დროს, როდესაც თეო უოლკოტმა და აბუ დიაბიმ სერიოზული ტრავმები მიიღეს, გუნდის ლაზარეთი ოლივიე ჟირუმ და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დატოვეს.

ჟირუს, კოჭის ტრავმის გამო, წელს არ უთამაშია. რაც შეეხება ჩემბერლენს, ის მოედანზე აგვისტოს შემდეგ არ გვინახავს. “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ორივე ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102621