ფეხბურთი

16:28 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ბერბატოვისადმი ინტერესი უარყო

 

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ფულემიდან” თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვის შეძენას აპირებენ.

ხუთშაბათს, ბრიტანული პრესა იუწყებოდა, რომ “არსენალი” 32 წლის ბულგარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ორ მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. თუმცა, ვენგერმა პრესკონფერენციაზე ეს ჭორები უარყო.

“ბერბატოვი ის არაა, ვის კანდიდატურასაც ამჟამად განვიხილავთ. ჩვენ არავის დავკავშირებივართ. უბრალოდ, განვიხილავთ რა ვარიანტები გვაქვს. მინდა ვაღიარო, რომ ძალიან შეზღუდულები ვართ” – იუწყება ვენგერის სიტყვებს ESPN-ი.




სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117638