ჭადრაკი

16:48 | 9.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება

ესპანეთში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი XIV Open Internacional d'Escacs Vila de Salou, რომელშიც სხვა 62 მონაწილესთან ერთად ქართველი ლევან აროშიძეც (2582) ჩაება. ექვსი ტურის თავზე აროშიძეს 4.5 ქულა გააჩნია და ლიდერ სერგეი ფედორჩუკს (უკრაინა, 2634) 0.5 ქულით ჩამორჩება, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზეა. ქართველი მოჭადრაკე ესპანურ ტურნირში მე-3 განთესვით ჩაება და მხოლოდ ხსენებულ ფედორჩუკსა და რუს ვლადიმირ ბურმაკინს (2586) ჩამორჩება. მე-7 ტურში აროშიძე შავი ფიგურებით ანდრეის სტრებკოვსს (ლატვია, 2354) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152057