კალათბურთი

18:45 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არმია” ნახევარფინალს მიუახლოვდა

 

მეოთხედფინალში მოასპარეზე “არმია”-“რუსთავის” წყვილმა მეორე შეხვედრა გამართა. ფავორიტად “არმია” ითვლებოდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში მეტოქე დაამარცხა და სერიაში 1:0-ს იგებდა. სასწაული არც ამჯერად მომხდარა, “არმიამ” კვლავ შეძლო ქვემოქართლელთა დამარცხება - 100:66 და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მთელ შეხვედრაში ძალოვები ლიდერობდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა “არმიას” ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა დააგროვა. სტუმრთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი რევაზ ჩაჩანიძე იყო, რომლის ანგარიშზეც 15 ქულაა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ჩაჩანიძის თანაგუნდელი გიორგი ყველაშვილი, რომელმაც 11 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ მეოთხედფინალურ სერიაში ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სუსტ მეტოქეს ვეთამაშებით, ჩემს კალათბურთელებს ვუთხარი, ბოლომდე ეთამაშათ. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს დაპირისპირება. მომდევნო შეხვედრა რუსთავში გაიმართება და დარწმუნებული ვარ, იქ თამაში უფრო გაგვიჭირდება, რადგან მეტოქე მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევს”.

ოთარ ხმელიძე (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): “ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს, მეტოქე ჩვენზე ძლიერია და საერთო ჯამში გამარჯვებაზე ოცნება არარეალურია. ჩვენ მაინც ვეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ”.

ამჟამად მიმდინარეობს “დინამო”-“ოლიმპის” შეხვედრა.

 

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე არმია 100 - 66 რუსთავი 2014-04-30, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
არმია 25 29 24 22 100
რუსთავი 17 10 15 24 66
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 17:07 1 1 100 0 0 0 3 4 75 0 3 3 5 4 0 5 0 5
5 ზვიად ბაბიაშვილი 21:10 3 8 37.5 0 1 0 3 3 100 2 0 2 1 1 0 0 0 9
6 ანატოლი ბოისა * 22:47 0 2 0 0 4 0 2 2 100 0 8 8 3 4 1 2 1 2
7 მიხეილ ბერიშვილი * 27:50 3 6 50 3 7 42.9 6 7 85.7 2 3 5 3 3 2 3 0 21
9 ბუბა კვიმსაძე 14:08 2 2 100 1 1 100 1 1 100 0 0 0 1 0 0 2 0 8
11 გიორგი ჯგერენაია * 18:48 4 6 66.7 0 1 0 1 2 50 1 5 6 3 0 0 1 0 9
13 ბექა წივწივაძე * 25:43 3 5 60 3 3 100 4 4 100 1 1 2 2 2 7 0 0 19
14 ჟოლივეტ ტუჯანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 გიორგი შარაბიძე 23:45 5 8 62.5 0 0 0 0 0 0 2 4 6 3 2 2 0 1 10
33 ტატო ჩაჩიბაია 10:26 1 2 50 0 3 0 1 2 50 0 1 1 0 0 2 0 0 3
50 ლაშა ფარღალავა * 18:16 3 6 50 2 2 100 2 4 50 1 2 3 4 2 3 2 0 14
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 1 2 0 0 0 0 0 0
25 46 54.35 9 22 40.91 23 29 79.31 10 28 38 25 18 17 15 2 100
 
რუსთავი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზურა მაჭავარიანი 10:28 0 2 0 1 5 20 0 0 0 0 0 0 1 1 1 1 0 3
5 გაგა არაბული 10:35 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 0 1 1 3 1 4 1 0 4
7 დავით არწივიძე 19:30 0 1 0 0 2 0 0 0 0 1 1 2 4 2 3 1 0 0
8 ლევან ხმელიძე * 30:21 5 10 50 0 2 0 3 4 75 1 4 5 1 3 4 1 0 13
9 მალხაზ აბაიშვილი * 10:00 0 0 0 0 2 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 1 0 0
10 რევაზ ჩაჩანიძე * 34:21 4 7 57.1 1 6 16.7 4 4 100 0 2 2 2 1 1 2 1 15
12 გიორგი ყველაშვილი * 32:13 5 9 55.6 0 0 0 1 2 50 4 8 12 3 5 4 0 5 11
13 ჯაბა არაბული 07:42 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 4 2 1 0 4
14 დავით გუგავა * 40:00 5 14 35.7 0 0 0 2 2 100 2 7 9 1 4 1 0 0 12
15 ზაზა გაგნიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 გიორგი ოქროჭელიძე 04:50 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 2 0 2 0 1 1 1 0 4
33 თორნიკე ხატიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 0 2 0 0 0 0 0 0
25 52 48.08 2 17 11.76 10 12 83.33 13 24 37 15 22 23 9 6 66

 

www.superleague. ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.152756