ფეხბურთი

20:48 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანრი და პირესი “არსენალში” ვარჯიშობენ

ლონდონის “არსენალის” ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მის გუნდში ტიერი ანრის დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხა. ვენგერის თანამემამულე ფორვარდი, რომელიც ამჟამად ნიუ იორკის “რედ ბულზში” ირიცხება, სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად თავის ძველ კოლექტივში ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, 2012 წელს ანრი საარენდო ხელშეკრულებით “არსენალში” ასპარეზობდა. ტიერის მსგავსად, ჩრდილოლონდონელთა შორის გუნდის კიდევ ერთი ვეტერანი, 40 წლის რობერ პირესი ვარჯიშობს. ეს უკანასკნელი “მეთოფეთა” შორის 2000-06 წლებში გამოდიოდა, 2011 წელს კი ბირმინგემის “ასტონ ვილასა” და დიდი ფეხბურთიდან წავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120739