ფეხბურთი

21:44 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანრი არსენალს “დაუბრუნდა”

ტიერი ანრი, სათამაშო ფორმის შენარჩუნების მიზნით, ლონდონის ,,არსენალთან’’ ერთად ვარჯიშობს. ,,მირორის’’ ცნობით, ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ამჟამინდელი კლუბი ,,რედ ბულსი’’, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ჰიუსტონის ,,დინამოსთან’’ დამარცხდა (4:3). აღნიშნული გამოცემა აქვეყნებს ტიერი ანრის სურათებს, რომლებიც სავარჯიშო პროცესის დროს არის გადაღებული.

შეგახსენებთ, ტიერი ანრი წლების განმავლობაში იცავდა ლონდონის ,,არსენალის’’ ღირსებას, კლუბის ლეგენდად მიჩნეულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, “არსენალი” 2007 წელს დატოვა, თუმცა ამერიკაში გადაბარგების შემდეგ, 2012 წლის იანვარში ორი თვით დაბრუნდა მეთოფეთა შემადგენლობაში. საერთო ჯამში, ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის მაისურით 362 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 223 გოლი გაიტანა.

დიმიტრი შარიქაძე

 

თეგებიტიერი ანრი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110485