ფეხბურთი

16:02 | 19.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ანორთოსისის” ტექნიკური დირექტორი: “აბურჯანია ტექნიკური არსენალით გამოირჩევა”

კვიპროსული “ანორთოსისის” ტექნიკურმა დირექტორმა ტოდ ვან ლიუვენმა განაცხადა, რომ გიორგი აბურჯანიას სახით, კლუბმა დიდი ტალანტი გადაიყვანა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების (17 და 19-წლამდელები) ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბოლოს თბილისის “ლოკომოტივში” გახლდათ:

ტოდ ვან ლიუვენი: “მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, აბურჯანიას უკვე აქვს სახელი. ის პერსპექტიული ფეხბურთელია. ტანმაღალია, ბურთს მშვენივრად ფლობს, აქვს დრიბლინგი და მთლიანობაში, ტექნიკური არსენალით გამოირჩევა”.

“ანორთოსისის” პრეზიდენტი ხროსტოს პულაიდისი: “საერთოდ, ჩვენ ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს ქართველებთან: მაგალითად, ქეცბაიასთან, ქინქლაძესთან, წიტაიშვილთან. ქართველებმა ჩვენ დაუვიწყარი წლები გვაჩუქეს”.

0.12135