ფეხბურთი

22:58 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ რონალდუს ტრავმა უარყო

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ესპანიოლთან" მოგებული (3:1) მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა არ აწუხებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად ვართ. მატჩისწინა ვარჯიშზე ძალიან ცხელოდა, რონალდუმ თავი არაკომფორტულად იგრძნო და ამიტომ დატოვა მოედანი. გუშინ პორტუგალიელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და აღდგენითი პროცესი თითქმის დასრულებულია. მან დღევანდელი მატჩი გამოტოვა, რადგან არ გავრისკე და ფინალს მზადყოფნაში შეხვდება. ბენზემას მცირე პრობლემა ჰქონდა, გამოკეთდა და დღევანდელ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. გადამწყვეტ მატჩამდე ერთი კვირა დარჩა და გუნდის მზადყოფნა მაკმაყოფილებს."

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. სამეფო კლუბს გადამწყვეტი მატჩი 24 მაისს ლისაბონში ელის, სადაც თანაქალაქელ "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11233